საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში "თიბისი ბანკის" „ახევის“ ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე გრანდიოზული და აქამდე არნახული,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, 11 წლის წინანდელ დარღვევას ხაზარაძესა და ჯაფარიძეს არავინ ედავება. უგულავას განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა მამუკა ხაზარაძე რას იზამს, რადგან ივანიშვილს რაც აქვს მის წინააღმდეგ ჩაფიქრებული, მაინც განახორციელებს.
"თიბისი ბანკი აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით თიბისი ბანკმა მოახდინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა