მისივე თქმით, თუ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კიდევ ერთხელ დააფარებენ ხელს დამნაშავეებს.
რაც შეეხება საგამოძიებო ორგანოებისადმი ნდობის ხარისხს, ირმა ინაშვილის თქმით, აუცილებელია პარლამენტის წევრების მხრიდან გამოძიების მიმდინარეობისადმი ინტერესი და კონტროლი
გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს პასუხები ვერ გასცა, როგორც მან განაცხადა, არც „თიბისი ბანკის“ შემოწმების პროცესი ახსოვს და არც ბანკის შემოწმების შედეგები, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში, ქადაგიძის გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.