„ქართული ოცნების” ანტიევროპული ზეწოლა არჩევანს არ გვიტოვებს, თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს”- ევროპარლამენტარი თიის როიტენი
ევროპარლამენტარი თიის როიტენი „ტვიტერის” პირად გვერდზე წერს, რომ „თუ საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს, ეს არჩევანი ივანიშვილმა უნდა გააკეთოს.
