„ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის შემუშავების და მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა შესწორების, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი“.
მისი თქმით, აუცილებელია საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმების ჩართვა, რომელიც ადგილზე იქნება გამოყენებული ევროკავშირის მიერ საქართველოში, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ტერიტორიაზე, რათა შეისწავლოს გაყალბების მასშტაბები.
„სიების ჩახსნას ვითხოვთ იმიტომ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და კიდევ ერთხელ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად და მოხარული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით პოზიცია არის სრულიად ერთიანი“.
„[არებრენდირებული მარკერები] ტოვებდა იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად, თავისუფალი ნების გამოხატვის პრინციპები, რაც გახდა სწორედ მასობრივი კონსტიტუციური პრინციპების დარღვევის საფუძველი“