როგორც „სამოქალაქო იდეის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სიცრუის ნაწილია განცხადებები იმაზე, თითქოს ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორები და საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდეს.
"ეს რომ ჩვენში ჩვეულებრივ ამბად იქცა და დიდად არავის აწუხებს, უფრო ფუნდამენტური და სიღრმისეული ტრაგედია მგონია, ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარის უზრდელობა" - წერს თინა ხიდაშელი.