რატომ ჰქონდა თინათინ ჭულუხაძეს შემოქმედებითი პაუზა: „ორჯერ დევნილი ვარ სამაჩაბლოდან, ცხინვალში დავკარგეთ ყველაფერი… იმდენი ტრაგედია გადახდა ჩემს ოჯახს, აღარ მემღერებოდა“
„რანინელი“ მათე მარტიაშვილი დედასთან, მომღერალ თინათინ ჭულუხაძესთან ერთად გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც დედა-შვილმა მათ ურთიერთობაზე, სიმღერასა და დღემდე მოპოვებულ წარმატებაზე ისაუბრეს.
