„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, სპეციალური შეთავაზება ტოიოტას შემდეგ მოდელებზე ვრცელდება: C-HR, Prius, Camry, Corolla და RAV4.
ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში არა მხოლოდ იზიარებს „ტოიოტას“ ფილოსოფიასა და მის გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, არამედ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ტოიოტას ბრენდის იმ მოდელებსა და ორიგინალი წარმოების ავტონაწილებზე ხელმისაწვდომობას, რომელთა ექსპლუატაცია გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს.