გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებით „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სრულ თანხვედრაშია „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ ფილოსოფიასთან, სოციალურ პასუხისმგებლობასა და გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებთან.
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ სერტიფიცირებულმა ტრენერებმა წმინდა ილია მართლის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, უსაფრთხო მართვასა და გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებით, რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი თემატური ტრენინგი ჩაუტარეს.
ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში არა მხოლოდ იზიარებს „ტოიოტას“ ფილოსოფიასა და მის გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, არამედ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ტოიოტას ბრენდის იმ მოდელებსა და ორიგინალი წარმოების ავტონაწილებზე ხელმისაწვდომობას, რომელთა ექსპლუატაცია გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს.