განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემოწირულობა არ დაფარავს მხოლოდ გადასვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს და მას ასევე გამოიყენებენ, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა საქართველოში ჩასვლა და სასამართლო პროცესებზე დასწრება შეძლონ.
ერთ ერთმა ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ტომ კენედი მან მარტომ გაძარცვის მიზნით „გათიშა,“ თუმცა მსხვერპლმა წამოდგომა შესძლო და გაქცევა სცადა, რა დროსაც წაიქცა, თავი ბეტონს დაარტყა და მტკვარში გადავარდა.