„ტოიოტა კავკასიამ“ ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ჟურნალისტებს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელის - „ტოიოტა კოროლას“ SUV ვერსიის - Toyota Corolla Cross და 2023 წლის ახალი Corolla წარუდგინა.
ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია პირადად გამოსცადოს კოროლას SUV ვერსიის ტექნიკური შესაძლებლობები, მისი ინოვაციური დიზაინისა და უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი უსაფრთხოების სისტემების უპირატესობა.