რაღაც რომ გვიხარია და რომ გვგონია, რეიტინგზე დადებითად იმოქმედებს, მაშინ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ თამამი. როცა გახსნილი სკვერებით და დაგებული გზებით კრედიტს თავად იწერენ, ასეთ ვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შესაბამისმა პირებმა, - ამბობს "ლელოს" დეპუტატი.
ევროკავშირი გვეუბნება, რომ თუ კორუფციას არ ვებრძოლეთ ეფექტიანად, მაშინ ამ ქვეყანას არანაირი მომავალი არ აქვს. „ქართული ოცნება“ კი, რომელიც თავად არის ცენტრი კორუფციის, არ ფიქრობს, რომ ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
„ჩვენი მიზანია, კალაძემ ორშაბათი დღიდან ვერ შეძლოს ამ ქვეყანასა და ქალაქში ისევ ისე მშვიდად, წყნარად, კომფორტულ გარემოში საქმის შესრულება, ის არ ასრულებს არაფერს, ფულის საჭრელ დაზგად აქვს ქცეული ეს ყველაფერი“ - ამბობს ნიკუშა ფარულავა.