LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია ვაკის პარკში

ბასილაია: მერიას არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში ეჭვი შეიტანოს

„სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა, აგოს პასუხი, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება“ - აცხადებს ბასილაია.

უსუფაშვილი: არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად შეაერთა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მერობის დროს მოხდა ასეთი ტრაგედია – სწორი ნაბიჯი მისგან გადადგომაა

რაღაც რომ გვიხარია და რომ გვგონია, რეიტინგზე დადებითად იმოქმედებს, მაშინ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ თამამი. როცა გახსნილი სკვერებით და დაგებული გზებით კრედიტს თავად იწერენ, ასეთ ვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შესაბამისმა პირებმა, - ამბობს "ლელოს" დეპუტატი.

„უკვე 5 დღეა ვგოლოვობთ ბავშვს, რომელიც კორუფციის მსხვერპლი გახდა“ – „ლელო“ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივით გამოდის

ევროკავშირი გვეუბნება, რომ თუ კორუფციას არ ვებრძოლეთ ეფექტიანად, მაშინ ამ ქვეყანას არანაირი მომავალი არ აქვს. „ქართული ოცნება“ კი, რომელიც თავად არის ცენტრი კორუფციის, არ ფიქრობს, რომ ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

„არ გვინდა, ეს ქალაქი იყოს დანაღმული, კალაძე პოლიტიკური დამნაშავეა, ის დღეს შეშინებულია და მოსახლეობას ემალება“ – აქცია მერიასთან

„ჩვენი მიზანია, კალაძემ ორშაბათი დღიდან ვერ შეძლოს ამ ქვეყანასა და ქალაქში ისევ ისე მშვიდად, წყნარად, კომფორტულ გარემოში საქმის შესრულება, ის არ ასრულებს არაფერს, ფულის საჭრელ დაზგად აქვს ქცეული ეს ყველაფერი“ - ამბობს ნიკუშა ფარულავა.

„გადაუმოწმონ მომიტინგეებს საბუთი და ნახონ რამდენი არათბილისელი ითხოვს თბილისის მერის გადადგომას. რა უფლებით?“ – თემურ თათარაშვილი

აქციის მონაწილეების მოთხოვნამ, დედაქალაქის მერმა აიღოს პასუხისმგებლობა ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე, არაერთგვაროვანი გამოხმაურებები გამოიწვია.