მოსახლეობა ისეთ თემებში გადამზადდა, როგორებიცაა: ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, ინფორმაციის მოძიების მეთოდები, ინტერნეტი კომუნიკაციისთვის - სასარგებლო ონლაინ აპლიკაციები.
ჟურნალისტებმა პრაქტიკული მაგალითების მიხედვით გაარჩიეს, თუ როგორ უნდა გააშუქონ საინტერესოდ ამბავი. ასევე განიხილეს, რა კავშირი და მნიშვნელობა აქვს მომხდარ ახალ ამბავთან ამავე ამბის წინა ისტორიას და როგორ უნდა განისაზღვროს მომავლის დრამატურგია.
"Happy Onlife" ონლაინ აპლიკაციაა მოზარდებისთვის, რომლის მიზანია, ბავშვებმა თამაშის გზით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი.
"თეორიული ნაწილის გარდა, ტრენინგი პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა. ჟურნალისტებმა განიხილეს ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში არსებული როგორც საუკეთესო მაგალითები, ისე - დაშვებული შეცდომები" - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.