თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მიმართავს საზოგადოების წევრებს, რომ გაუფრთხილდნენ თავიანთ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, უარი თქვან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარებაზე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია (საკია).
პროექტის მიზანია სტუდენტების, ექიმებისა და რეზიდენტების კვალიფიკაციის ამაღლება, გამოცდილების გაზიარება და საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ევროპული სტანდარტების გაზიარება.