ბრიტანეთის მოქალაქის, თომას კენედის მკვლელობაში ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვან ი ბრალდებულისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, განაჩენის გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში გაიმართება.
