ევროკავშირი თურქეთს თავის შემადგენლობაში არ იღებს მხოლოდ იმის გამო, რომ თურქეთი მუსლიმური ქვეყანაა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ ის არის, რომ ჩვენ მუსლიმური ქვეყანა ვართ. მაშინ ღიად თქვან ეს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
