„რაც შეეხება ჩემს ხარჯებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ასახულია დეკლარაციაში, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
„ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი, სასამართლოს სარჩელით მიმართავს და ითხოვს ცილისწამებად იქნეს აღიარებული „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტი, რომელიც შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.