LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმმართველობის არჩევნები 2021

შეწუხებული ვარ დაშინებისა და ხმების მოსყიდვის გამო… საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს: ჯიმ რიში

ჯიმ რიში აცხადებს, რომ „ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს, რომელიც დრამატულად განსხვავდება 2012 წლის არჩევნებისგან“.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით, ნაციონალურ მოძრაობას ხმების 7-8% დაემატა: ირაკლი ღარიბაშვილი

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარიას „ღალატი“ 7-8% დაუჯდა და ამ ფონზე 47%-ს აღება „სერიოზული მიღწევაა“.

ლაგოდეხში მე-14 საარჩევნო უბანზე დაკლებულია სამი ბიულეტენი, მე-15 უბანზე – 4 , 32-ე უბანზე გამქრალია 15 ბიულეტენი: სერგო ჩიხლაძე

სერგო ჩიხლაძე სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომ „თითოეულ ხმას მიადევნონ თვალყური, რადგან ერთი, ორი, სამი ხმის დაკარგვით და ბიულეტენის გაქრობით შესაძლებელია მეორე ტურის ბედის გადაწყვეტა“.

მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა შედეგებით – მისი ორიენტირი მეორე ტურია და ფიქრობს, რომ ამ დიდი გამარჯვების შუა გზაში დატოვება, არაფრით შეიძლება: ეკა ხერხეულიძე

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული სიმტკიცე და ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, იმისთვის, რომ მან თავისი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს.