ძლიერი ქარის შედეგად, ნუცუბიძისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე ხე წაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მინდელის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად მოტეხილმა ხემ ავტომობილი დააზიანა.
„ნუცუბიძის მეოთხე პლატო ისევ მოწყდა გარე სამყაროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მოძრაობს მოყინული გზების გამო, სპეციალური ტექნიკა არ მოძრაობს, მარილს არ ყრის და გზებს არ წმენდს.“