აღნიშნულის შესახებ კორტნიმ, American Enterprises Institute-ის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ორგანიზებულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„უკრაინას ჰყავდა ეკონომიკური ოლიგარქები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც მაგალითად ივანიშვილი ასრულებს",- ამბობს კორტნი.
კორტნის შეფასებით, 2019 წლის ივნისის აქციებზე დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების შემდეგ, დასავლეთმა ეს ყველაფერი ყველაზე ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად უნდა შეაფასოს.