შსს: „თბილისსა და რეგიონებში ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა… დაკავებულია 9 პირი – დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს” - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში რომელსაც შსს ავრცელებს.
