გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა „ლოკაციაზე“ კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ.
დაკავებულებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გამო საერთო ჯამში 1,5 მლნ ლარზე მეტი აიღეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.