LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » უკრაინა » გვერდი 116

უკრაინა

ხვალ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

ხვალ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის 39 კანდიდატია დარეგისტრირებული. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა 50% პლუს ერთი ხმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი პირველ ტურში გასამარჯვებლად ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.

“ბილეთი ვიყიდე” – მიხეილ სააკაშვილი 1-ელ აპრილს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც 31 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ მოხვდება.

უკრაინასა და საქართველოს შორის ID ბარათებით მიმოსვლა დღეიდან იქნება შესაძლებელი

მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.