მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს ფულად გასაცემელს, როგორც საცხოვრებლის, ისე საარსებო პირობების უზრუნველყოფისთვის.
"ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ჩართულია, კონკრეტული ბინების შეთავაზებასაც აკეთებს, თუ რომელი ბინები შეუძლიათ ამ ადამიანებს იქირაონ. ხაზი მინდა, გავუსვა, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის"