"საბოლოო ჯამში, ამ ინსტიტუტების განცხადებებს ფასი ეკარგება. არადა, როცა ომია, მნიშვნელოვანია, ამ ინსტიტუტებმა სერიოზულობა არ დაკარგოს" - ამბობს პაპუაშვილი.
"მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო. უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები" - აცხადებენ უწყებაში.