როგორც თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აღნიშნეს, ეს ორი გენერალი მიზანმიმართულად ასრულებს პუტინის რეჟიმის ბრძანებებს უკრაინის განადგურების შესახებ.
„რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ძირს უთხრიან საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებსა და სკოლებს რუსულ დასახლებებში. ასევე სარაკეტო დარტყმების მიყენებას ქალაქ ბელგოროდზე ან ყირიმის ერთ-ერთ ქალაქზე“,– განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის“.