თუ ვინმეს აქვს კონტრაბანდისტული გეგმები საქართველოში, ეს ნიშნავს არა მხოლოდ კონტრაბანდას, არამედ კოლაბორაციონისტობას ოკუპირებულ რეჟიმთან, ვინაიდან ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონიდან ამისთანა თეორიულ კონტრაბანდისტებს ექნებათ სრული ხელშეწყობა. ამიტომ უკრაინელები შეწუხებულები არიან, - აღნიშნავს ვალერი ჩეჩელაშვილი.
ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია, ყველანაირად თავს ვიკავებთ რაიმე კომენტარის გაკეთებისგან, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ, - ამბობს კალაძე.