"ჩვენ ვამბობთ, თუ რა არის რეალობა საქართველოში. რეალობა არის, რომ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა სანქცირებული მასალა" - განაცხადა წულუკიანმა.
თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია „გაუგებრობაა“, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „საკუთარ კეთილდღეობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა“. პოლიტოლოგი მმართველ გუნდს რიტორიკას უწუნებს და არ გამორიცხავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა სწორედ აღნიშნულს უკავშირდებოდეს.