"რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი, ამას უფრო მეტი დეტალიზაცია სჭირდება,ამიტომ დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას და ვისურვებდი, არ მომხდარიყო ის პროგნოზი, რაზეც ვსაუბრობთ" - ამბობს ხვიჩია.
"თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი" - აცხადებენ უწყებაში.