შემთხვევა შაბათს მოხდა, თუმცა ვასილ გოგალაძე პრორუსული და ანტიუკრაინული განცხადებებით მანამდეც აქტიურად გამოირჩეოდა, რომელსაც ის სოციალურ ქსელში დღემდე ხშირად ავრცელებს.
"თქვენ პოლიცია არ იქნებით, დღეს თუ მაგას ამ დროშის გათელვის ფაქტი აპატიეთ, იმ დროშის, რომლითაც ანწუხელიძე იბრძოდა, ჩვენ, მეომრები გეუბნებით საქართველოს პოლიციას და მოგიწოდებთ, ეგ ნაძირალა სასწრაფოდ დაისაჯოს კანონის შესაბამისად" - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე.