სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მამუკა ბახტაძეს დაუსვეს კითხვა, როდის აღიარებს საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა. ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 11 ოქტომბერს მიიღო.