LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ელჩის გაწვევა

“მრავლად ჰყავთ წარმომადგენლები უკრაინაში, მათ შორის დავით არახამია” – კობახიძე ზელენსკის გადაწყვეტილებაში ენმ-ს როლს ხედავს

აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც, ბუნებრივია, თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს. ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ, - ამბობს კობახიძე.

სამხარაძე ელჩის გაწვევაზე: კითხვის ნიშნები არსებობს, უკრაინას ელჩი არ გაუწვევია მინსკიდან, იმ ქვეყნიდან, საიდანაც რუსული ჯარები შეიჭრნენ და უკრაინა იბომბებოდა

"არანაირი ეჭვები არ მაქვს, მაქვს კითხვის ნიშნები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინას რამენაირად მივატოვებთ" - ამბობს სამხარაძე.