"კიევის სამხედრო ძალები და თავდაცვის საშუალებების დაჯგუფება მუდმივ მზადყოფნაშია მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად და ფლობს გარკვეულ თავდაცვით ხაზებს" - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
გენშტაბის ინფორმაციით, გარდა ამისა, მტერმა დაკარგა 303 ტანკი, 1036 ჯავშანტექნიკა, 120 საარტილერიო სისტემა, 56 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები, 27 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 48 თვითმფრინავი, 80 ვერტმფრენი, 474 მანქანა, 3 ხომალდი.