"რეზოლუციის ტექსტში მთავარი პათოსი არის ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და თავიდან იქნას აცილებული ომი" - აცხადებს ზალკალიანი.
ჯერ კიდევ გუშინ, ფრიდონ ინჯია აცხადებდა, რომ „ჯერ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას უკრაინასთან მიმართებაში რეზოლუცია არ მიუღია“ და თუ საქართველო მიიღებს, ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთის სასიკეთო რეზოლუცია.