მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები ყველანაირად უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრისითა და საკვები პროდუქტებით.
როგორც კასიანოვი აღნიშნავს, საელჩო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა უკრაინელ მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველაფერი - თავშესაფარი, სამედიცინო დახმარება, კვება, უფასო სატელეფონო კავშირი ოჯახთან და სხვა.