„ახლა ზუსტი ინფორმაცია უნდა მივიღო სააკაშვილის ექიმებისა და ადვოკატებისგან, რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, ის სიმძიმით შიმშილობის 46-ე დღის შესაბამისია,“ - განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.
უკრაინის სახალხო დამცველმა, რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ ამ დრომდე მისი დაყოვნების საკითხზე არ უსაუბრია, რადგან იყო საფრთხე იმისა, რომ მას საპატიმროში არ შეუშვებდნენ.