ენმ-ს ცნობით, უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ამ რთულ პერიოდში კიევში ჩასვლისაა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
უკრაინის პარლამენტის სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადებით, რუსეთის რეჟიმი ბომბავს კიევს, ხარკოვს, სუმის, ჰერსონს და სხვა დასახლებულ პუნქტებს. რისკის ქვეშ აღმოჩნდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიც.
„მოვუწოდებ რუს ჯარისკაცებს, აქ ნუ მოდიხართ, არავინ გელოდებათ. კიევში, მარიუპოლში, ოდესასა ან ხარკოვში ყვავილებით ხელში არავინ გელოდებათ. აქ ჯაველინებით და იარაღებით გელოდებით“, – აღნიშნა ალექსეი გონჩარენკომ.