ოკუპირებულ აფხაზეთში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს“
ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, მამაკაცს ხელყუმბარა და 5.45 კალიბრის ვაზნები აღმოუჩინეს, რომელიც, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის თანახმად, ტექნიკური ხასიათისაა და სამხედრო მარაგების კატეგორიას ეკუთვნის.
