"ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ" - წერია განცხადებაში.
„აშშ-ის საელჩო, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოში ინვესტიციები, ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს და შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები ქართველი ხალხისთვის. ამისთვის კი მთავარი ელემენტი არის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა,“- აღნიშნა ელჩმა.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე მანამ, სანამ არ გატარდება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა და სავალდებულო არ იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება.