უკრაინის სასამართლომ სუმის რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის, პირველი რუსი სამხედრო, მე-4 სატანკო დივიზიის კანტემიროვსკაიას დივიზიის მეთაური, სერჟანტი ვადიმ შიშიმარინი გაასამართლა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედრომ, ვადიმ შიშიმარინმა, რომელსაც სუმის რაიონში უიარაღო მოქალაქის მკვლელობაში ედება ბრალი, სასამართლოში ბოლო სიტყვა თქვა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 21 წლის ოკუპანტმა ჯარისკაცმა, 28 თებერვალს, სუმის რაიონის სოფელ ჩუპახივკასთან, უიარაღო მკვიდრი, გზის პირას, ველოსიპედით სეირნობისას მოკლა.