LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ცინცაძე

ვახტანგ ცინცაძე: „ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას – საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პროგნოზით, ქვეყანა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს მთლიანად 2026 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, მისი შეფასებით, ასევე საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება მომავალ წლებშიც.

ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა – ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

მისი განცხადებით, ივლისის თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 8% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.

ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  კერძო სექტორის ნდობა საქართველოს ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო გარემოს მიმართ არის საკმაოდ მაღალი, ასევე მაღალია ნდობა ენერგეტიკული პოლიტიკისადმი.

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა – ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო

„მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე