LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ გომელაური

გომელაური: როდესაც ჟღერდება ინფორმაცია, რომ მე შს მინისტრი აღარ ვიქნები, ყველაზე მეტად ჩემს ოჯახს უხარია, მაგრამ ჯერჯერობით ისევ აქ ვარ

"მე ვარ გუნდის წევრი, რასაც გადაწყვეტს პრემიერი - სად ვარ საჭირო, სად წავიდე, ხვალ შეიძლება მოადგილე ვიყო, ან თუნდაც სახლში წავიდე. ჩემი სუს-ში დაბრუნება არ განიხილება" - ამბობს შს მინისტრი.

გომელაური: ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეუძლია

ჩვენ არ გვაქვს დიდი დახმარების შესაძლებლობა, როგორც გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირის დიდ ქვეყნებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ყველა რეზოლუციას. მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ უკრაინას“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გომელაური: საზღვარი ძალიან მაღალ დონეზე კონტროლდება

„2019 წელთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ადამიანების რაოდენობა შემცირებულია - 13 დღეში 20 000 ადამიანზე ოდნავ მეტია შემოსული, 100-ზე მეტი არ შემოვუშვით" - გომელაური

ვხედავთ, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მასიურად შემოდიან – ნონა მამულაშვილი ვახტანგ გომელაურს წერილით მიმართავს

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაგვცეს პასუხი კითხვაზე, რა ღონისძიებებს ატარებს, როგორ აპირებს კონტროლს და საფრთხის პრევენციას“ - აცხადებს მამულაშვილი