მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა ამის უფლებას მათ პოლიცია არ აძლევს
ამ ფორმით ისინი გამოხატავენ პროტესტს ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ასევე 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ მომხდარ ძალადობაზე.
ამ ფორმით ისინი გამოხატავენ პროტესტს ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ასევე 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ მომხდარ ძალადობაზე.
მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში, - თქვა ვახო სანაიამ.
აქციის მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილის და ვახტანგ გომელაურის შესაბამისი თანამდებობებიდან გადადომას მოითხოვენ.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა, თუმცა ახლა, როცა შს მინისტრი თანამდებობაზე რჩება, მას მოუწევს უამრავ მწვავე კითხვას უპასუხოს
გომელაურმა მოსმენის თხოვნით პარლამენტს თავად მიმართა.