25 და 26 ოქტომბერს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი” გაიმართა. ფესტივალი ჯანსუღ კახიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტებით დაიხურა, როგორც მოსალოდნელი იყო, კონცერტმა მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დამსწრე საზოგადოებიდან ერთ-ერთი - ამბალია ლუკა კონცერტიდან ვიდეოჩანაწერს გვიზიარებს, სადაც მაესტრო ვახტანგ კახიძე, ჩვეული ოსტატობითა და საოცარი ემოციებით ასრულებს გენიალური კომპოზიტორის, ჯანსუღ კახიძის მიერ შექმნილ კომპოზიციას „მოვა მაისი”.
რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი, ვახტანგ კახიძე სტუმრობდა, რომელმაც ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“ ისაუბრა.