მძიმე ეპიდ-სიტუაციისა და ჩაგდებული ვაქცინაციის პროცესის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელმა და პარტიის წევრმა ვახტანგ კალოიანმა ბრიფინგი გამართეს.
"ჩვენი საარჩევნო კამპანიის უმნიშვლენოვანესი შემადგენელი ნაწილი იქნება მოქალაქეებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ ვაქცინა, რისგან გვიცავს ვაქცინა და რაც მთავარია, რეალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ მათთვის" - ამბობენ პარტიაში.