LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ კაპანაძე

ვახტანგ კაპანაძე: რუსების მხრიდან, ვითომდა გადადგმული შემხვედრი ნაბიჯები დროის მოგებისა და დანაყოფების გადაჯგუფებისთვისაა – ყველაფერი დაახლოებით 2 კვირაში გამოჩნდება

რა შესაძლო რესურსებს ფლობს ამ ეტაპზე პუტინი, რა ტიპის გადაჯგუფება ხდება ოკუპანტების შეიარაღებულ ძალებში და რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს აქტიურმა საბრძოლო მოქმედებებმა – ამ თემაზე „ფორტუნა“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველსა და საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.

„რუსეთს შეუძლია დანაყოფები შორეული აღმოსავლეთიდან თუ შუა აზიიდან გააძლიეროს, თუმცა ამ შემთხვევაში თავად დასუსტდება“ – ვახტანგ კაპანაძე ოკუპანტის რესურსებზე

„ეს არიან ჯგუფები, რომლებიც შორეულ აღმოსავლეთში იმყოფებიან. საუბარია იაპონიის მიმართულებაზე. ასევე, რუსეთის 207-ე არმიაზე, რომელიც შუა აზიის მიმართულებაზე დგას და რომლის გამოყვანაც ნიშნავს, რომ ტაჯიკეთი, უზბეკეთი და შუა აზიის რესპუბლიკები საფრთხის წინაშე დადგებიან.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ვახტანგ კაპანაძემ.

კიევის ალყა არის ურთულესი, ამას ორი-სამი არმია სჭირდება – ვახტანგ კაპანაძე უცხოური დაზვერვის ინფორმაციაზე

ალყა, იმ ძალებით რომელიც ჩრდილოეთში აქვს განლაგებული, ნაკლებად რეალურია. "მითუმეტეს მას შემდეგ, რაც 70 კილომეტრითაც კი დაახევინეს უკან რუსებს ჩრდილო-აღმოსავლეთს მისადგომებთან."

ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა სრულ გამარჯვება მოიპოვებს, ვინაიდან რუსეთი შეეცდება უკვე დაკავებული ტერიტორიები თავისი კონტროლის ქვეშ დაიტოვოს: ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო სტატუსით უკრაინა უკვე გამარჯვებულია - ახლა საჭიროა მსჯელობა იმაზე, თუ რა ფორმითა არის შესაძლებელი უკრაინის გამარჯვება სამხედრო თვალსაზრისით" - ვახტანგ კაპანაძე

მარიუპოლი დღეს არის პოლიტიკური ვაჭრობის ძირითადი ფაქტორი: ვახტანგ კაპანაძე

ვახტანგ კაპანაძის განცხადებით მარიუპოლთან ბრძოლები მნიშვნელოვანია უპირველესყოვლისა პოლიტიკური თვალსაზრისით.