"არ გამიკვირდა, რადგან ვიცი როგორი ხასიათიც აქვს. ალაზანზე როდესაც დადიოდა, იქ იყო შემთხვევა, რომ ვიღაც გადაარჩინა დიდ წყალში შესვლით. მეამაყება ჩემი შვილის საქციელი ", - ამბობს დევი მეზურნიშვილის დედა
"მოზარდი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რაღაცა რისკები არსებობს, მაგრამ მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია“, - განაცხადა დავით ციბაძემ „ტვ პირველთან“.
"გუშნდლიდან ყველას შეეშინდება შადრევანის, ამ მხიარული მჩეფარე წყლის, რადგან ყველას გუშინდელი დღე გაახსენდება, როდესაც შადრევანმა სიხარული და სიცოცხლე დაჰკარგა", - მარიამ ცქიფურიშვილი.
"შადრევანი გათიშეს და მანამდე ალბათ ვერავინ გაბედა ჩასვლა. ვცდილობდი სწრაფად მეშველა მათთვის. ყველანაირად ვეცადეთ რომ გადარჩენილიყო, მაგრამ ვერ ვუშველეთ. ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით", - საუბრობს დევი მეზურნიშვილი