ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 426 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 33 337 მოქალაქე
ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს, "ასტრაზენეკას" ვაქცინით დაიწყო.
ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს, "ასტრაზენეკას" ვაქცინით დაიწყო.
მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება, თავად გააკეთონ არჩევანი ვაქცინებს შორის.
ამ ეტაპზე მიზნობრივი ჯგუფები იცრება როგორც "ასტრაზენეკას", ასევე ფაიზერის ვაქცინით.
ორგანოგადანარგილი ადამიანების ჯგუფი საქართველოში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთო.
ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე 34 041 მსურველია დარეგისტრირებული.