ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 426 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 33 337 მოქალაქე
ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს, "ასტრაზენეკას" ვაქცინით დაიწყო.
ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს, "ასტრაზენეკას" ვაქცინით დაიწყო.
ამ ეტაპზე მიზნობრივი ჯგუფები იცრება როგორც "ასტრაზენეკას", ასევე ფაიზერის ვაქცინით.
ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე 34 041 მსურველია დარეგისტრირებული.
იმუნიზაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო.
დღეს ან ხვალ კი იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს, განიხილავენ დაიწყება თუ არა მოსახლეობის აცრა ჩინური "სინოფარმით" მანამდე, სანამ ის ჯანმო-ს ავტორიზაციას მიიღებს.