"არსებობენ კონკრეტული ადამიანები, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, მინდა მოგიწოდოთ - არავის არ დაუჯეროთ, ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებას ავრცელებდა."
"ეს ნიშნავს, რომ გატარდება ღონისძიებები, რომელიც მეწყერს გადაადგილების სიჩქარეს აკარგვინებს. მთავარი ახლა სწორედ ისაა, რომ მეწყერს შევუქმნათ ისეთი მდგომარეობა, რომ მაქსიმალურად დაკარგოს გადაადგილების სიჩქარე და ნაკლებ პრობლემატური გახდეს."
მერის მოადგილის თქმით, ფერდის პირვანდელი მდგომარეობა გულისხმობს, გარკვეული მოცულობის მიწის მასით შევსებას, რაც მცოცავ მეწყერს წინაღობას შეუქმნის და გარკვეული პრევენცია იქნება, რომ უეცრად მასა არ მოწყდეს.